თანამედროვე სამყარო უკვე დიდი ხანია ინფორმაციის ეპოქაში შევიდა. ინფორმაცია გახდა ყველაზე ძვირფასი და ხელმისაწვდომი რესურსი, რომელიც აყალიბებს ჩვენს ცხოვრებას, კულტურას, ეკონომიკას და პოლიტიკას. ინფორმაცია ვრცელდება სინათლის სიჩქარით, რაც საშუალებას გვაძლევს მყისიერად მივიღოთ ინფორმაცია მთელი მსოფლიოდან. ინტერნეტის და სხვა ტექნოლოგიების წყალობით, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ინფორმაცია აყალიბებს ჩვენს აზრებს, მოსაზრებებს და გადაწყვეტილებებს. ის გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრების ყველა ასპექტზე, დაწყებული პირადი ურთიერთობებიდან დამთავრებული პოლიტიკური პროცესებით. ინფორმაცია თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. მისი სწორი გამოყენება საშუალებას გვაძლევს განვითარდეთ, ვისწავლოთ, ვიყოთ ინფორმირებულები და მივიღოთ გადაწყვეტილებები. თუმცა, უზარმაზარი შესაძლებლობებთან ერთად, ასევე დიდი გამოწვევების წინაშეც გვაყენებს. ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა დეზინფორმაციაა – ცრუ, შეცდომაში შემყვანი ან განზრახ დამახინჯებული ინფორმაციაა, რომელიც ხშირად ვრცელდება სწრაფად და ფართოდ.
რატომ არის საშიში დეზინფორმაცია?
დეზინფორმაციას შეუძლია:
- გავლენა იქონიოს საზოგადოებრივ აზრზე. ცრუ ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის, სოციალური დაძაბულობის გაზრდისთვის ან ეკონომიკური ინტერესების დასაცავად.
- ცრუ ამბებმა შეიძლება დააზიანოს ინდივიდების, ორგანიზაციების ან მთავრობების რეპუტაცია.
- დეზინფორმაციის საფუძველზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც ინდივიდებს, ასევე მთელ საზოგადოებას. მაგალითად, არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ ჯანმრთელობის შესახებ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების უარის თქმა სამედიცინო მომსახურებაზე.
- დეზინფორმაცია ხშირად ამყარებს სტერეოტიპებს და შეიძლება გამოიყენებულ იქნას ჯგუფების წინააღმდეგ შუღლის გასაღვივებლად. ზოგჯერ მიმართულია მეცნიერულ კონსენსუსის წინააღმდეგ და ხელს უწყობს არაფუნდამენტური შეხედულებების გავრცელებას.
- ცრუ ინფორმაციამ ასევე შეიძლება გაართულოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორც ინდივიდუალურ, ასევე საზოგადოებრივ დონეზე.
სოციალური მედიის განვითარების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა დეზინფორმაციის საფრთხეები, რადგან ცრუ ინფორმაცია ძალიან სწრაფად და ფართოდ ვრცელდება ინტერნეტში. ამიტომ, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ ეს საფრთხეები და ვიყოთ კრიტიკულად განწყობილი ინფორმაციის მიმართ.
როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?
დეზინფორმაცია რთული პრობლემაა, მაგრამ შემდეგი ნაბიჯების გათვალისწინება დაგეხმარებათ მის წინააღმდეგ ბრძოლაში.
👉გააკრიტიკეთ ინფორმაცია;
👉 შეამოწმეთ ფაქტები;
👉განავითარეთ კრიტიკული აზროვნება;
👉იყავით მედიწიგნიერი;
ნებისმიერი ინფორმაციის მიღებისას აუცილებლად უნდა დავსვათ შემდეგი კითხვები და გამოვიყენოთ ინფორმაციის გადამოწმების ხერხები:
🔊 ვინ არის ამ ინფორმაციის წყარო?
🔊 არის თუ არა წყარო სანდო?
🔊 არის თუ არა ინფორმაცია დაბალანსებული?
🔊 არსებობს თუ არა სხვა წყაროები, რომლებიც ამ საკითხს განსხვავებულად აშუქებენ?
💡 შევამოწმოთ ფაქტები: ერთი წყაროს ინფორმაცია არასდროს არის საკმარისი. შეადარეთ სხვადასხვა წყაროები და დააკვირდით, არის თუ არა ინფორმაცია თანმიმდევრული.გამოიყენეთ სანდო წყაროები, როგორიცაა ფაქტების შემმოწმებელი ვებსაიტები, აკადემიური სტატიები და სამეცნიერო ჟურნალები.
💡ყურადღება მივაქციოთ ენასა და ტონს: დეზინფორმაცია ხშირად გამოირჩევა ემოციური ენით, გაზვიადებით და პიროვნული შეტევებით.
💡ნუ გაავრცელებთ არადადასტურებულ ინფორმაციას: სანამ რაიმე ინფორმაციას გააზიარებთ, დარწმუნდით, რომ ის სანდოა.
💡განავითარეთ კრიტიკული აზროვნება: კრიტიკული აზროვნება დაგეხმარებათ განასხვავოთ ფაქტი სიყალბისგან და შეაფასოთ ინფორმაციის სანდოობა.
💡მიიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან: ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ერთ წყაროს.დარწმუნდით, რომ ინფორმაცია სანდო წყაროდან მოდის.
💡იყავით სკეპტიკოსი: ყველა ინფორმაციას მოეკიდეთ სკეპტიკურად,ავტორის,თარიღს, ფოტოს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ შემდეგი საიტების მეშვეობით
💡 შეამოწმე ფაქტები, ფაქტების გადამმოწმებლებით:
თანამედროვე სამყაროში აუცილებელია გვქონდეს საჭირო ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა მედიაშეტყობინებებთან მიმართებით, რომელიც დაგვეხმარება ინფორმაციის ზღვაში ორიენტირებაში და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. რადგან,კრიტიკული აზროვნება აუცილებელია მედიაწიგნიერებისთვის, ხოლო მედიაწიგნიერება კრიტიკული აზროვნებისთვის.

მედიაწიგნიერება გვასწავლის, როგორ განვასხვავოთ სანდო წყაროები ყალბისგან და შევამოწმოთ ინფორმაციის სიზუსტე. გვაიძულებს, ყველაფერი არ მივიღოთ სიტყვასიტყვით და დავფიქრდეთ იმაზე, რას ვხედავთ და ვკითხულობთ. ეს გვეხმარება, ჩამოვაყალიბოთ საკუთარი აზრი და არ დავეყრდნოთ მხოლოდ სხვების მოსაზრებებს. ამოვიცნოთ მანიპულაციური ტექნიკები და არ დავუშვათ, რომ სხვები გავლენა მოახდინონ ჩვენს აზროვნებაზე. მედიაწიგნიერი ადამიანები უკეთესად არიან ინფორმირებულები საზოგადოებრივი საკითხების შესახებ და შეუძლიათ უფრო აქტიურად მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გვასწავლის, როგორ შევქმნათ საკუთარი მედია პროდუქტები, როგორიცაა ვიდეოები, ბლოგები და სოციალური მედიის პოსტები. ეს კი გვეხმარება, ჩვენი აზრები და იდეები სხვებს გავუზიაროთ.
მედიაწიგნიერების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება დღევანდელ სამყაროში, სადაც ინფორმაცია უზარმაზარი რაოდენობით მოდის ყველა მხრიდან.
შესაძლებელია მედიაწიგნიერების ფორმულა ასე წარმოვადგინოთ:
მედიაპროდუქტთან შეხებისას უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება - გავფილტროთ გზავნილი თუ უგულებელვყოთ. მოკლედ, მედიაწიგნიერება არის უნარი, რომელიც გვეხმარება გავხდეთ უფრო ინფორმირებული, კრიტიკულად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეები. მედიაწიგნიერება არ არის უბრალოდ უნარი, არამედ აუცილებელი პირობა თანამედროვე სამყაროში წარმატებული და აქტიური მოქალაქეობისთვის.
🔊 ერთად შეგვიძლია შევქმნათ უფრო ინფორმირებული და მდგრადი საზოგადოება ❗❗❗
გამოყენებული ლიტერატურა :
მედიაწიგნიერების გაკვეთილები ავტ. ნატო ინგოროყვა
ელ.რესურსები:
https://mediatsigniereba.ge/
https://www.youtube.com/watch?v=iJk3uW-msqU
https://infocenter.gov.ge/video/ra-aris-dezinformatsia/
https://comcom.ge/ge/
https://finedu.gov.ge/ge
https://millab.ge/ka/
https://mythdetector.com/ka/
https://www.mdfgeorgia.ge/
https://mastsavlebeli.ge/?p=8974
პერსონალური მონაცემები დაცულია.